სოფლის მეურნეობა
ფაროსანა ახალციხეში
ახალციხეში აზიური ფაროსანა გამოჩნდა.

მავნებელი საცხოვრებელ სახლებსა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე შენიშნეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის სამცხე–ჯავახეთიდანაც რეკავენ და მავნებლის შესახებ ატყობინებენ. შეტყობინების მიღების შემდეგ, სეციალისტები ადგილზე ჩადიან, თუმცა ხშირად არ დასტურდება აზიური ფაროსანას არსებობა.

მომართვიანობა არ ნიშნავს, რომ ინტენსიური გავრცელებაა - განუცხადეს "მე-9 არხს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მავნებელთან ბრძოლის სამომავლო გეგმები გაგვაცნეს.

"მონიტორინგის სისტემები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაახლოებით ერთ კვირაში განთავსდება. ამ სისტემით დადგინდება, რომელ რეგიონში გავრცელების როგორი ინტენსივობაა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები" - ამბობენ სააგენტოში.

ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო მოქალაქეებს ცხელ ხაზზე (1501) შეტყობინების დატოვებას ურჩევს.
| Print |