სოფლის მეურნეობა
სამცხე–ჯავახეთში ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს ამონტაჟებენ
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.

სამცხე–ჯავახეთში მონიტორინგის სისტემის მონტაჟი დაიწყო. 500 ცალი ფერომონი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება და წამლობა შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

პარალელურად, მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს ახალციხეში. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიურ ფაროსანას ქვეყნის ახალი გამოწვევა უწოდა მასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

მავნებელს საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, მისი სწრაფად გამრავლებაც ამიტომ ხდება. აზიური ფაროსანა 300–მდე კულტურას აზიანებს.

აზიური ფაროსანას მონიტორინგი სამცხე ჯავახეთში 2017 წელსაც ჩატარდა. რეგიონში მავნებლის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. მისი მასშტაბური გავრცელება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არ მომხდარა. თუმცა მავნებელმა გასულ წელს სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა სხვა რეგიონებში.

| Print |