დღის ფრაზა
საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებით, კანდიდატის სტატუსს მიიღებს - სააკაშვილი
"არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით საქართველო სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით მიიღებს, "სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები", - წერს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ააცხადებს, რომ დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნება, ოღონდ ბევრად ნაკლები.
| Print |