აბრეშუმის გზა
ყველაზე სასაცილო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გთავაზობთ ორიგინალურ ჰოროსკოპის, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე. 

ვერძი

ჯიუტი და თვითკმაყოფილი ვერძი იშვიათად ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. შეცდომებს არ აღიარებს: თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ისე მოიქცევა, თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია და ასე იყო ჩაფიქრებული. უბრალოდ სცადეთ და ვერძს მის შეცდომაზე მიუთითეთ!

მათ უყვართ თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, რადგან მათგან განსხვავებით, ვერძები მიწაზე მყარად დგანან. 

ვერძს საკუთარი იდეების დასაცავად ფილოსოფიური კონცეფციის გამოყენების არ ეშინია. სადაც არ უნდა იცხოვროს, ყოველთვის შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ეს ნამდვილი სამოთხეა. 

ვერძი სიცილ-ხარხარით შეიძლება რამდენჯერმე დაქორწინდეს, მაგრამ თავად არასდროს განქორწინდეს. ვერძი ამავე დროს ისეთივე უცოდველია, როგორც წმინდანი.

ვერძი ეგოისტური მორიელის საუბრებს ვერ იტანს, რადგან ვერძის გარემოცვაში თავის ქების უფლება მხოლოდ ვერძს აქვს!

კურო
თქვენ მსოფლიოში არსებული ყველა ემოციის ფეხით მოსიარულე არსება ხართ. ჯერ იცინით, შემდეგ ცრემლებად იღვრებით, ერთ წუთში საყვარელ რეჟისორს ესვრით. თქვენ სრულიად მიწიერი არსება ხართ, სულსაც კი სხვებზე უფრო ნაკლებად ღებულობთ. რატომ? რადგან დედამიწასთან ახლოს უნდა იყოთ.

თქვენი გაგება ძალიან რთულია. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის კითხვას კითხვით პასუხობთ?

კუროების უმეტესობა კონფლიქტებზე გიჟდება. თუ არაფერი ხდება, ანუ რაღაც ისე არ წავიდა. აი, როგორ აბედნიერებს კუროს ჩხუბი ჭიქების მტვრევით და მაგიდების გადაბრუნებებით! ამ ჩხუბებზე შეიძლება ლეგენდები დაიწეროს.

კურო მოუთმენელი და მუდმივია. მათ ყოველთვის ძალიან ეჩქარებათ და არც იციან სად. შეიძლება ბარში?

ტყუპები
ყველას უყვარს ტყუპები, რადგან ყველას უყვარს გიჟები. თქვენ იმაზე ფიქრი მოგწონთ, რომ სოკრატეს და მიქელანჯელოს ჰიბრიდი ხართ, მაგრამ სინამდვილეში უფრო მაიკლ ჯექსონის და ელენა მალიშევას ნარევს წარმოადგენთ. ასევე თქვენ შეგიძლიათ და უარყოფთ ყველაფერს, როგორც კი ამ წინადადების წაკითხვას დაასრულებთ.

ტყუპებს უცნაური ავტომობილების ტარება უყვართ და ხეზე ან სახლზე დაჯახების ყურება. ჩხუბიც შეიძლება, განსაკუთრებით ქორწილში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს სძინავს ან 5 წლის არის.

ოლიმპიადაში ტყუპები იშვიათად მონაწილეობენ. თუ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ, ეს იქნება ჰოკეი ან ცურვა. ან კომპიუტერული თამაშები.

ტყუპებს მედიკამენტების მიღების არ ეშინია, განსაკუთრებით თუ ეს მედიკამენტები არალეგალურია.

ტყუპები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, რომ მათი გაიგონონ. ეს სამწუხაროა, რადგან თითქმის ყოველთვის საკუთარ თავთან საუბრობენ. ფაქტობროვად, საკუთარ თავთან ჩხუბობენ. სამაგიეროდ, ამ სპორტში უძლეველები არიან! საერთოდ, ტყუპები გიჟი მერწყული არის.

კირჩხიბი
თქვენ უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც გალაქტიკაში ხდება. აი საკუთარ სამყაროში რაც ხდება, მნიშვნელოვანი არ არის. თუ რამე გადაუდებელია, მაშინ მეგობრები აუცილებლად გეტყვიან.

კირჩხიბი მხოლოდ იმიტომ იცვამს, რომ აუცილებელია, მოდის გრძნობა მათ საეჭვო აქვთ. თქვენი სახლი - არის ციხე, საიდანაც შეგიძლიათ მთელი კვირა არ გამოხვიდეთ.

ყველას და ყველაფრის გადარჩენის სურვილის მიუხედავად, თქვენ კომუნიკაცია არ გჭირდებათ. თუ სახლში სტუმრები გყავთ, სავარაუდოდ, ისინი მძევლები არიან.

სპორტში წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ, რადგან ყოველ 15 წუთში დასვენება გჭირდებათ. საეჭვო ჯანმრთელობას ჩიფსების და ლუდის დიეტით ინარჩუნებთ.

თუ თვლით, რომ ვიღაც გულს გტკენთ, შეიძლება მართალი იყოთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თქვენ ეს მოგწონთ. მეგობრები იშვიათად გისმენენ, მაშინაც კი თუ მათთან სახლში წვნიანით ხელში გამოჩნდით. თუ კირჩხიბს წვეულებაზე ეპატიჟებიან, მხოლოდ იმისთვის, რომ მთვრალი მეგობრები სახლში მიიყვანოს.

ლომი
თქვენ ცდილობთ, ყურადღება ნებისმიერი მეთოდით მიიპყროთ. 

ლომი ადვილად შეაწყვეტინებს თანამოსაუბრეს სიტყვას, რადგან მისი გამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია. თუ აპირებთ წახვიდეთ მანამ, სანამ ლომი სათქმელს იტყვის - ჰმ, აბა სცადეთ!

ლომს დაბადების დღეზე დიდი აღლუმი სჭირდება. უმჯობესია ორი აღლუმი. ლომი იშვიათად ქორწინდება, რადგან მას თანასწორი არ ჰყავს. 

ლომი ძალიან მდგრადია. როცა ლომი ოთახში შემოვა, ყველამ ტაში უნდა დაუკრას.

ქალწული
თქვენ ყოველთვის თვალს ადევნებთ საკუთარ სუნთქვასაც კი, ხოლო კარადაში ტანსაცმელს მკაცრად, ფერების მიხედვით ალაგებთ.

ძალიან ადვილია, ქალწულს აწყენინოთ. უბრალოდ უთხარით, რომ მას კბილებს შორის რაღაც აქვს. შემდეგ კი უყურეთ მის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოიშოროს ეს რაღაც. 

ქალწული სამყაროს შავ-თეთრ ფერებში არ უყურებს. 

სასწორი
თქვენი ელეგანტურობა და დახვეწილი გემოვნება სხვებს ჭკუიდან გადაყავს, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ტანსაცმელს რომ თქვენით არჩევდეთ, მაგრამ არა. თქვენ ყოველთვის კითხვებით აწუხებთ მეგობრებს და ნაცნობებს.

სასწორი მოდური, მოქნილი ადამიანია. ისინი სიამოვნებით რაღაცას შეჭამენ, რაც არ მოსწონთ, თუ ეს მოულოდნელად მოდური გახდება.

სასწორი ბევრ ეგზოტიკურ საკვებს მიირთმევს, რომელთა შემადგენლობაც არ იცის. მათ მარტომ დაიწყეს კაპუჩინოს ტარება. ჰკითხეთ, რატომ და სოლიდარობის შესახებ უცნაურ საუბრებს დაიწყებს. მათი ცხოვრების ფილოსოფია ჩვეულებრივ მოდურ პატარა ჩანთებზე გადის.

სასწორი მუდმივად ნერვიულობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები. ან თავს ასე აჩვენებენ. 

სასწორების ინტერესი მიმდინარე მოვლენების მიმართ მოდის უკანასკნელი კატალოგის დათვალიერებით მთავრდება. ისინი არ მიირთმევენ სწრაფი კვების პროდუქტებს და არ იციან, სად არის ეს ნაგავი. 

სასწორი სიამოვნებით გაიღებს ფულს დიზაინერულ საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ ფულს ღმერთმა იცის, სად ხარჯავენ. აი რატომ არის ჰოლივუდი სასწორებით სავსე.

მორიელი
თქვენ კომპიუტერის გამოყენება ისწავლეთ მანამ, სანამ ხელში ჩანგლის დაკავებას ისწავლიდით. მსოფლიოში ჰაკერების უმეტესობა სწორედ რომ მორიელია. თქვენ შეგიძლიათ სასწორები დააბნიოთ, რადგან 5 ჭიქა ყავას პირდაპირ ჩანთიდან სვამთ. კოვზით.

პარანოიდულ და შემოქმედებით მსოფლმხედველობას ძალიან სერიოზულად უდგებით. მთავარი კოზირი - მათ უცხოპლანეტელი არასდროს გაიტაცებს და მთავრობის შეთქმულების მსხვერპლი არასდროს გახდება. თუ სამყაროში რაღაც უცნაური მოხდება, სავარაუდოდ ეს თქვენი ჰაკერული შეტევა იქნება.

თუ ვინმემ ბილ გეითსის მონაცემთა ბაზა გამოსასყიდლის გამო გატეხა - ეს თქვენ იქნებით. ბედის ირონიით, ბილ გეითსიც მორიელია.

თქვენთვის რთულია იმის მიღება, რომ „ვარსკვლავური გზა“ და „ვარსკვლავური ომები“ - ეს ფანტასტიკაა, ისინი თქვენთვის ბიბლიასავით არის.

გასაოცარი არაა, რომ მორიელის მმართველობის დროს ჰელოუინი იმართება. ეს წელიწადის ერთადერთი დროა, როცა შეგიძლიათ ტკბილეული გაუჩერებლად ჭამოთ და თავი ექიმად მოაჩვენოთ ისე, რომ არ დაისაჯოთ.

თუ მორიელმა ლატარიაში გაიმარჯვა, სავარაუდოდ, მან ის გატეხა.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ავანტიურისტად დაიბადა. შიშველი ხელებით ობობებით ჟონგლიორობა - ეს მშვილდოსნისთვის შესანიშნავი გასართობია. ისინი უფრო ფეხს მოიჭრიან, ვიდრე მარტივ გზას აირჩევენ.

მშვილდოსანი ხმაურიანი და დაუნდობელია. ცხოველები და პატარა ბავშვები მასზე გიჟდებიან, მაგრამ უფროსები ჩვეულებრივ, მშვილდოსნებს ვერ იტანენ. მათგან შესანიშნავი ცირკის მსახიობი, ექსცენტრული და მოხეტიალე ადამიანი გამოდის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რესტორანში საკვებს აგდებენ და ეკლესიაში წირვის დროს ვიღაცას ხმამაღლა ეკითხებიან.

მშვილდოსანი მშობლების გასაცნობად სახლში არასდროს მიიყვანოთ. მათ ჭკუიდან გადაიყვანს!

თხის რქა
თხის რქა შრომისმოყვარე, საიმედო და მოსაწყენი ადამიანია. ისინი ყოველთვის დიდებულის ძიებაში არიან. ხშირად კარგად გამოსდით მათემატიკა, რომელიც რატომღაც მათი მოწყენილობის მიზეზს ვერ ხსნის.

რენე დეკარტი დიდი მათემატიკოსი და ძალიან ცუდი ფილოსოფოსი იყო - ტიპური თხის რქა. ჯანმრთელობის იდეალური მდგომარეობის დროსაც კი თხის რქას ვერ მოუგებთ. ის ძალიან ჯიუტი და მოსაწყენია. ამიტომ პოლიტიკოსების უმეტესობა თხის რქები არიან.

თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაურ კომბინაციას წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ ეს მათ ქარიზმატულობას და ლოგიკურობას მატებს. სინამდვილეში, თხის რქა ჯიუტი არის და უმჯობესია, თუ მისგან თავს შორს დაიჭერთ.

თხის რქას არ შეუძლია გაგება და მით უმეტეს, ფილოსოფიური კონცეფციის ახსნა, რადგან ეს მათემატიკურ განტოლებასთან კავშირში არ არის.

უყვართ, როცა ტელეფონზე მოსაუბრეს ხედავენ ან როცა სმს-ს აქტიურად წერენ. ოღონდ ეს ტელეფონები გამორთულია, ხოლო თხის რქას მეგობრები არ ჰყავს, რომ მათ დაურეკოს. თხის რქა მოდიდან 1989 წელს გამოვიდა, მაგრამ ჯერ კიდევ სწამთ, რომ ტრამპი გენიოსია.

მერწყული
მერწყული წვეულების ვარსკვლავია. 

ეს არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფრენბურთის საკუთარ თავთან თამაში შეუძლია. და ამას ხშირად აკეთებენ. მერწყული ხშირად მიმართავს ადამიანს სიტყვებით „ეი, მეგობარო...“ თავისი ფილოსოფიური კონცეფციის ახსნის დროს.

მერწყული არის კოსმოსი, ისინი იქ იყვნენ და იქ დარჩებიან. თუ თქვენ გსურთ გამოიცნოთ, რას მიირთმევენ სატურნზე, მერწყულს ჰკითხეთ.

ასევე წყალზე გავლა შეუძლიათ, თუ ნამდვილად მოინდომებენ. როკ-ვარსკვლავების უმეტესობა მერწყული იყო.

თევზები
სადაც არ უნდა წახვიდეთ, ირგვლივ სიცილი და გართობა არის. კარგი იქნებოდა, თუ იხუმრებდით და სერიოზულად არ დაილაპარაკებდით.

ლაშქრობები. თევზები ირწმუნებიან, რომ უყვართ ვარსკვლავები, მაგრამ ერთადერთი, რისი ნახვაც შეუძლიათ, დიდი დათვის თანავარსკვლავედია. თუ მას ვერ ნახულობენ, ტირიან. თქვენ გახსოვთ, თუ რა გეცვათ 1981 წლის 3 მარტს, მაგრამ საკუთარი მისამართი აღარ გახსოვთ.

თევზებთან ლოგიკის გამოყენება არასდროს დაიწყოთ. ისინი ან ღრუბლებში დაფრინავენ, ან ნირვანაში. ჩხუბის დროს მათი მთავარი ინსტრუმენტია - საჯარო ციტატები და, რა თქმა უნდა, ტირილი.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფილოსოფიურ მხარეს იკავებს თევზები - ალბათ, არც იციან, რაზე საუბრობენ. თევზებს საცოდავი ცხოველები ეცოდებათ, მაგრამ ცრემლსაც არ გადმოაგდებენ, როცა საქმე ადამიანს ეხება.

მოგეწონათ ჰოროსკოპი? გაუზიარეთ მეგობრებს!

წყარო: http://intermedia.ge
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 25 °C
img
ახალქალაქი 21 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 31 °C
img
ბორჯომი 28 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 23 °C
img
ბაკურიანი 18 °C
img
ნინოწმინდა 21 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9000
EUR
EUR
1
2.8756
RUB
RUB
100
2.9082
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6910
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisİmajbetmatbetjojobetholiganbetsekakbetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetİmajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcaisbommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişonwinbetparkparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellabetvolebets10onwincasibomcasibomMatadorbetbetkanyon giriştruvabetdumanbet girişcasibomtümbetCasinoMetropol bettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetinterbahisbetticketbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerlimanbetqueenbetxslotSekabet Girişsekabet