აბრეშუმის გზა
მანიკიური ჰოროსკოპის მიხედვით: როგორი დიზაინი და ფერი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია დაგეხმარებათ სალონში ვიზიტისას მანიკიურის ფერის შერჩევის დროს გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არა მარტო სპორტის სახეობის, არამედ შესაბამისი დიეტისა და სამკაულის შერჩევაც მოსახერხებელია. თუკი სალონში ვიზიტისას ჯერაც არ ჩამოყალიბებულხართ, რა ფერის ლაქის წასმა გინდათ ფრჩხილებზე, ჩაინიშნეთ, ასტოროლები გვირჩევენ:



ვერძი
ვერძი შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელთანაც მჭიდრო კავშირშია ნეილ-არტი. ითამაშეთ ფერებითა და ნახატებით, დაუმატეთ ორნამენტები. მკვეთრი, უჩვეულო და ორიგინალური მანიკიური იდეალური ვარიანტია ამ ნიშნის ქალბატონებისთვის.

კურო
მიმზიდველ კუროებს ნუდი ფერთა გამა უხდება ყველაზე მეტად, რომელიც უკვე ისეთივე კლასიკაა, როგორც
წითელი. ნეიტრალური ფერები განსაკუთრებით კარგად უხდება მათ, ვისაც დრესკოდულად ჩაცმა უწევს და არ შეუძლია მკვეთრი ფერების გამოყენება ფრჩხილებზე.

ტყუპები
ტყუპები ხასიათდებიან თავიანთი აქტიური, შემოქმედებითი, კომუნიკაბელური და მოსიყვარულე თვისებებით. სწორედ ამიტომ ასეთ მკვეთრ პიროვნებებს უხდებათ ბრჭყვიალებიანი მანიკიური - ისეთი, რომელიც ყველას ყურადღებას მიიპყრობს, მათ მსგავსად. სულაც არ არის აუცილებელი, სრულად დაფაროთ ფრჩხილები ბრჭყვიალებით. ახალი ტრენდი კი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება: ნეიტრალურ ფერს ბრჭყვიალა ზედაპირი უნდა დაადოთ და შემდგომ ტოპის მეშვეობით გადაფაროთ. ასე საბოლოო შედეგი არ გამოიყურება ბავშვურად ან ვულგარულად.

კირჩხიბი
ემოციური, მგრძნობიარე და გულჩვილი სწორედ ამ ნიშანზე ითქმის. მათ განსაკუთრებით უხდებათ ფერადი მანიკიური. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფრჩხილები სხვადასხვაფრად უნდა შეიღებოს წყლის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა გოგონამ, რაც უჩვეულოდ და ორიგინალურად გამოიყურება.

ლომი
ცეცხლოვან ლომს უხდება უცვლელი კლასია - წითელი მანიკიური, ფრჩხილებს მიეცით ნუშისებრი ფორმა, საშუალი სიგრძის დაფარეთ ალისფერი წითელით - ეს არის იდეალური ვარიანტი ძლიერი, ქარიზმატული და მიზანდასახული ლომებისთვის.

ქალწული
„მარგალიტის მანიკიური“ - საუკეთესო ვარიანტია ნაზი, რომანტიკული და მეოცნებე ქალწულებისთვის და ერთ-ერთი მთავარი ტრენდი მიმდინარე წელს. ზუსტად ასეთი დიზაინი ვნახეთ Adeam და Fashion East-ის შოუებზე. ფრჩხილი დაფარეთ ღია ფერის ლაქით, როორიც Chanel Le Vernis Ballerina-ს ჰქონდა, ზემოდან მარგალიტები მოათავსეთ, გამოიყურება ძალიან ნაზად და ელეგანტურად.

სასწორი
სასწორებს მოსწონთ პირდაპირობა, ჰარმონია, მათთვის ლავანდისფერი ლაქი ნამდვილად იდეალური გადაწყვეტილებაა, როგორც ცნობილია ეს ფერი ფსიქიკაზე საკმაოდ დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა, თუკი უეცრად ვერ იპოვეთ ჰარმონია, უბრალოდ დახედეთ თქვენს მანიკიურს.

მორიელი
შავი მანიკიური ამ შემოდგომაზე რჩება მოდურ და აქტუალურ ფრად, წითლის და ნუდის მსგავსად. იდუმალ და მიმზიდველ მორიელებს ვურჩევთ სწორედ ამ ფერს მიანიჭონ უპირატესობა.

მშვილდოსანი
Prabal Gurung-ის ჩვენებისთვის Miss Po-მ მოიგონა ახალი დიზაინი, რომელიც მშვილდოსნების გულს მოიგებს, გამჭვირვალე ზედაპირზე წითელი ხაზი დაიტანეთ, ხოლო სიცარიელე გარშემო შავი ფერის ლაქით დაფარეთ.

თხის რქა
თუკი გახსოვს მბზინავი მარგალიტისებური ლაქი, როგორსაც ჩვენი ბებიები და დედები იყენებდნენ, ის დროა მაღაზიებში სწორედ ასეთები მოიძიოთ. თავდაჭერილ თხის რქებს ეს კლასიკური მაგალითი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდება.

მერწყული
მერწყულებს ვთავაზობთ ნაზი ცისფერის კომბინაციას ფრჩხილებზე, მეოცნებე და პოეტური ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს უდავოდ კარგი ვარიანტია.

თევზები
მთავარ ტრენდებზე საუბრისას, რა თქმა უნდა არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ფრანგულ მანიკიურს, თუმცა თეთრი ზოლების ნაცვლად ამჟამად მოდაში ფერადი ზოლებია, ანალოგიურს მაკიაჟში ისრების ხატვისასაც იყენებენ. ხელოვან და ხელოვნების მოყვარულ თევზებში ეს კომბინაცია მოწონებას დაიმსახურებს.

წყარო:https://marao.ge/
| Print |