აბრეშუმის გზა
აი, რატომ გვცვივა თმა - 4 ეფექტური მეთოდი პროცესის შესაჩერებლად
თმის ცვენის პრობლემით დღეს არაერთი ადამიანი იტანჯება. თავდაპირველად გაარკვიეთ, რამდენად კარგად უვლიდით თმას.

რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც თმის ცვენა გვტანჯავს?

- პირველ რიგში, უარი თქვით თმის მჭიდროდ შეკვრაზე, რომ თმა კანზე მეტისმეტად გადატკეცილი არ გქონდეთ.
არ გამოიყენოთ ხშირად თმის სახვევი და გასასწორებელი. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მაღალ გრადუსზე ცხელდება.
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თმა ხშირად გცვივათ.

მაღალი ტემპერატურა თმას საგრძნობლად აზიანებს
  • უმჯობესი იქნება, რომ თმის საშრობზეც უარი თქვათ.
  • გარკვეული პერიოდით ეცადეთ, რომ თმა აღარ შეიღებოთ და არც გაიღიავოთ.
  • ესეც ერთ-ერთი
  • ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც პრობლემას წარმოქმნის.
  • საღებავი თმის ძირებში ღრმად შეიზილება და თითოეულ თმის ღერს ძირიანად შეიძლება აზიანებდეს.
  • ამიტომ მის ნაცვლად, ეცადეთ, რომ გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც თმის ფერს ცვლის.
  • ასევე არის კიდევ ის ვარიანტიც, რომ ხნა გამოიყენოთ, რაც თმას შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

    რა ემართება თმას?

    (შეცვალეთ შამპუნი)

    თუ თმის რამდენიმე ღერზეა საუბარი, მაშინ ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება ამის მიზეზი შამპუნი იყოს.
    შესაძლოა ახალ შამპუნს იყენებდით, რომელიც არ მოგიხდათ.
    შამპუნის დანიშნულება არის ის, რომ თმა ზედმეტი ცხიმისა და ჭუჭყისგან გაასუფთაოს.
    იაფფასიანი შამპუნები ზოგჯერ სასარგებლოც კი არის. თუმცა, თუ სწორად არ შევარჩიეთ, შეიძლება პირიქით, თმა უარესად დავიზიანოთ.
    კარგად შეისწავლეთ მათი შემადგენლობა. ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი ნატურალური უნდა იყოს და ამავდროულად, უსაფრთხო.
    იმისთვის, რომ თმას ჯანმრთელი იერი ჰქონდეს, გამოიყენეთ შამპუნი სულფატის გარეშე.


    შეცვალეთ კვების რეჟიმი

    როცა თმა ინტენსიურად გცვივათ, შეცვალეთ კვების რაციონი. ეს აუცილებელი წინაპირობაა.
    მიიღეთ რძე, კვერცხი, თევზი.
    თქვენი პრობლემა შეიძლება, რომ ომეგა 3-ის მეშვეობითაც გადაიჭრას. ხშირად მიიღეთ სკუმბრია და ხიზილალა.
    აქვე გირჩევთ, რომ თუ თმის ცვენა მეტისმეტად გაგიხშირდათ, ექიმს აუცილებლად მიაკითხოთ.
    მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია იმის დადგენა, თუ რა არის თმის ცვენის მთავარი გამომწვევი მიზეზი და რა ცვლილებებია ორგანიზმში.
    სპეციალისტი ვიტამინებს და დანამატებს დაგინიშნავთ.
    ამბობენ, რომ თმის ცვენა ზოგჯერ კონკრეტული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
    პ.ს. თმის ზრდისთვის კარგია თავის მასაჟების გაკეთებაც, რაც სისხლის მიმოქცევასაც ააქტიურებს.

    წყარო:https://marao.ge/
| Print |