აბრეშუმის გზა
მკერდის კიბოს მესამედის არიდება ცხოვრების წესის შეცვლითაა შესაძლებელი
ძუძუს კიბო ქალთა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ექსპერტთა განცხადებით, ამ დაავადების შემთხვევათა მესამედის არიდება ცხოვრების წესის შეცვლითა და მავნე ჩვევების უკუგდებითაა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, ამისათვის საჭიროა წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, კვების დაბალანსება, ალკოჰოლზე უარის თქმა.

დაავადების პროფილაქტიკის შესახებ ვრცელი მოხსენება გაკეთდა ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაზე ჩრდილოეთ ამერიკის მენოპაუზის შემსწავლელი საზოგადოების ექსპერტთა მიერ.

ახალ რეკომენდაციებს შორის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი პუნქტებია:

• მენოპაუზის შემდეგ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 1,5-2-ჯერ იმატებს გაცხიმოვნების შემთხვევაში;
• ორგანიზმში ცხიმის მომატება ხელს უწყობს კიბოს განვითარებას ჰორმონების - ინსულინისა და
ესტრადიოლის დონის გაზრდისა და ანთების განვითარების ხარჯზე;
• თავისთავად რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია 8-დან ერთი შემთხვევის აღკვეთა;
• ალკოჰოლი - კანცეროგენია, რომელთანაც დაკავშირებულია ძუძუს კიბოს განვითარების შემთხვევათა 6,4%; ალკოჰოლის ნებისმიერი დოზა ზრდის კიბოს განვითარების რისკს ქალებთან.
წყარო:https://mkurnali.ge/

| Print |
თეგები: მკერდის კიბო /