აბრეშუმის გზა
ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები
გადახედეთ ამ ადამიანებს, ისინი არ იშურებენ არც თანხებს და არც ენერგიას, აქტიურად არიან ჩართული ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ფონდებსა თუ ორგანიზაციებში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ცხოველთა კეთილდღეობისათვის მთელ მსოფლიოში.

ელენ დეჯენერესი Ellen DeGeneres

არ არის გასაკვირი, რომ ბევრ თოქ-შოუში, პერიოდულად რამდენიმე წუთი ეთმობა ცხოველებს, მაგრამ ელენი, მის გასართობ შოუში განსაკუთებით აქტიურობს მოწოდებებით ცხოველთა დაცვისა და მათზე ზრუნვის შესახებ. ის იმ ცხოველების წარმატებულ პიარს აკეთებს ჰოლივუდში, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ დაცვა და შეფარება. ელენი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ძაღლებსა და კატებზე, არამედ აქტიურად გამოდის ფერმის ცხოველების დასაცავადაც.

იან სომერჰელდერი Ian Somerhalder

"ვამპირის დღიურების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იან სომერჰალდერი, ასევე დიდი გულშემატკივარია ცხოველების. მან დააარსა თავისივე სახელობის ფონდი, რომელიც გარემოსა და ცხოველთა დაცვაზე არის ორიენტირებული. მასხიობი, ასევე ცდილობს ცხოველებისადმი და გარემოს მიმართ საზოგადოება განაწყოს კეთილგანწყობით. მისი ფონდის - "The foundation’s animal activism"-ის დაქვემდებარების ქვეშ შეიქმნა თავშესაფარი სახელად "არ მოკლა" (no kill).

ალისია სილვერსტოუნი Alicia Silverstone

კიდევ ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც გამოირჩევა ცხოველებისადმი სიყვარულით - არის ალისია სილვერსტოუნი. ის ასევე ცნობილი ვეგანია, რომელმაც დააფუძნა მოძრაობა "კეთილი ცხოვრება" ("The Kind Life") . მანვე დაწერა წიგნი, სადაც აღწერილი აქვს მისი ვეგანური ცხოვრება.

მეთიუ მაკკონაჰი Matthew McConaughey

ცხოველთა დიდი დამცველი მეტიუ მაკქონაჰი, რომლიც გმირად არა მხოლოდ ფილმებიდან გვევლინება, არამედ ის აქტიურად "იბრძვის" ცხოველების კეთილდღეობისათვის. ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ, მასხიობი გადაფრინდა ლუიზიანაში და მონაწილეობა მიიღო ცხოველების გადარჩენაში. მისი დახმარებით 70-მდე ცხოველი გადაარჩინეს ქარიშხლის შემდეგ. მეტიც, მეთიუს პირადი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა ვეტერინარული კლინიკა, რომელშიც ცხოველებს მკურნალობდნენ, მათ შორის მღრღნელებსაც.
ის უჭერს მხარს ორგანიზაციას - "გავიზარდოთ ცხოველებთან ერთად" (Growing up with Pets), რომლის მოვალეობაშიც შედის, მშობლებს ასწავლონ, როგორ გაზარდონ ბავშვი ცხოველებთან ერთად.

ლეონარდო დიკაპრიო Leonardo DiCaprio

ყველა მისი თაყვანისმცემლისათვის ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიო ცხოველების დიდი გულშემატკივარია. მან გადაშენების პირას მყოფი გარეული სპილოების გადასარჩენად უზარმაზარი შემოწირულობა გადარიცხა, რისთვისაც International Fund for Animal Welfare- მა ცხოველთა თანადგომისთვის "დიდი ელჩი" უწოდა.
უნდა აღინიშოს, რომ გარეული სპილოების რიცხვმა გასულ საუკუნესთან შედარებით 50%-ით იკლო.

მირანდა ქერი Miranda Kerr

Victoria’s secret-ის მოდელმა მირანდა ქერიმ 100,000 დოლარი ტაილანდის სპილოების საავადმყოფოში გადარიცხა, ვიქტორია ასევე ცნობილია, როგორც კოალების დიდი გულშემატკივარი და დამცველი.

ბეტი უაითი Betty White

ყველაზე ასაკოვანი მსახიობი 92 წლის ბეტი უაიტი ჰოლივუდში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი აქტიური ცხოველთა დამცველი. იგი ასე მოუწოდებს საზოგადოებას -  "ყველა ჩვენთაგანის ვალია, დავიცვათ ცხოველები".

წყარო: zooclub.ambebi.ge
| Print |