ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთშიც. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა რეგიონში +23, +24 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია გაწვიმდეს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |