ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს, 7 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთში დღე უნალექოდ ჩაივლის, საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. რეგიონში სპეციალისტები, 8 - 10 ნოემბერს ასევე, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რეგიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

„დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან უნალექო ამინდი იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით. დღეს დაიკლო მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, მაქსიმალური ტემპერატურა 15-19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 8-9 ნოემბერს კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 19-20 გრადუსი. 10-11 ნოემბერს მცირე ღრუბლიანობის ხარჯზე შეიძლება ცალკეულ რაიონში უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს“, -განაცხადა გვაზავამ.
| Print |