ამინდი
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები სამცხე-ჯავახეთში?
13 იანვრამდე, სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდებია ნავარაუდევი. ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

„11-12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,
-აღნიშნულია ინფორმაციაში.

13 იანვრიდან სამცხე-ჯავახეთში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. დღე ძირითადად ღრუბლიანი იქნება. მოსალოდნელია მცირე წვიმაც.
| Print |