ამინდი
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ
სამცხე-ჯავახეთში 15 იანვრიდან არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპრიკოსები 18 იანვრის ჩათვლით წვიმიან, ქარიან და თოვლიან ამინდებს ვარაუდობენ.

19 იანვრიდან ღამით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. ახალციხეში სინოპტიკოსები - 11 გრადუს ყინვას ვარაუდობენ. სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მინიმალური ტემპერატურა - 21 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 იანვრამდე საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

"მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |
თეგები: ამინდი / ყინვა /