ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თურქეთის საზღვრის მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.