ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი სინოპტიკოსებისგან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, 21 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

22-24 თებერვალს ნარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C.

მომავალი 10 დღის განმავლობაში, ახალციხეში მცირე თოვლია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
| Print |