ამინდი
საქართველოში ამინდი გაუარესდება
28 თებერვალს და 1-ელ მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ძლირი ქარი, წვიმა და მაღალ მთაში თოვლია მოსაოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უდა ველოდოთ ნისლსა და ქარბუქს, ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეება ახალციხეს - 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს ტემპერატურა დღისით +10 გრადუსამდე გათბება. ორი მარტიდან კი ღამით ყინვაა მოსლოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |