ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
"16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი", - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

"მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს".

19 მარტამდე ახალციხეში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 2-დან 12 გრადუსამდე მერყეობს. 

17 მარტს ცვალებადი მოღრუბლულობაა და ჰაერის ტემპერატურა 2-დან 11 გრადუსამდე იქნება. 

18 მარტს სინოტიკოსები ახალციხის მუნიციპალიტეტში ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, ხოლო დღისით 6 გრადუსი იქნება.

| Print |