ამინდი
საქართველოში წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალციხეში ექვსი ივლისის ჩათვლიტ წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |