ამინდი
სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
9 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. 

რაც შეეხება ახალციხეს - ცხრა იანვრამდე მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რამდენიმე დღის განმავლობაში ყინვას არ პროგნოზირებენ. 9-10 იანვრიდან ტემპერატურა დაიკლებს და გათოვდება.
| Print |