ამინდი
ინტენსიური თოვა და ძლიერი ყინვა - ამინდი სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში, ერთი კვირის განმავლობაში ძლიერ ყინვას და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტენსიურ თოვას პროგნოზირებენ. ხვალ, 16 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას -4, ღამით კი -13 გრადუსს უნდა ველოდოთ.

ბორჯომში თოვა, დღისით -3 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი -8.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით -5, ღამით კი -12 იქნება.

ადიგენში დღისით -5 გრადუსი, ღამით კი -9 იქნება. მუნიციპალიტეტში ხვალაც გათოვდება. 

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით -8 და ღამით -18 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით -10 და ღამით -20 გრადუსს ვარაუდობენ.

ითოვებს რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას -6 გრადუსს, ხოლო ღამით -11 ვარაუდობენ. ბაკურიანში - დღისით -8, ღამით კი -13 გრადუსს.
| Print |