სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
4 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცემი, მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, ციხისჯვარი, ტბა, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში.
4 მარტს 13:00-დან 15:30 საათადე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამდურა, კიროვაკანი, პტენა, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.