ყინვა, ღრუბელი და წვიმა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე?
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე ღრუბლიან ამინდს, ტემპერატურის კლებას და ღამით ყინვას ვარაუდობენ.
5 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2, ღამით კი მინუს 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 4-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 11. ადიგენში დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით მინუს 4 და ღამით მინუს 13 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 5 და ღამით მინუს 15 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 6, ღამით კი მინუს 3 გრადუსი იქნება.