სამცხე-ჯავახეთში უამინდობა შენარჩუნდება
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაბალი ტემპერატურა და თოვა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. 12 მარტს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 2, ღამით კი მინუს 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 5-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით მინუს 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენში დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვა და ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით მინუს 5 და ღამით მინუს 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 7 და ღამით მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას მინუს 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 7, ღამით კი მინუს 10 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 2, ღამით კი მინუს 4 გრადუსი იქნება.