როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაბალი ტემპერატურა და თოვა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. 29 მარტს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 6, ღამით კი მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი ორს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი ორი გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 5, ღამით კი ნული გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვა და ყინვა შენარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 4 და ღამით მინუს 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 4, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღისით 11 და ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი.