ნალექი და ყინვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 4 აპრილიდან ამინდი ისევ გაუარესდება. ორშაბათიდან ახალციხეშიღამით ყინვას, ხოლო დღისით წვიმიან ამინდს უნდა ველოდოთ. მაქსიმალურ ტემპერატურას 12, ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ.
ბორჯომში დღისით 8 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი ერთი გრადუსია ნავარაუდევი.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 14 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1 გრადუსია მოსალოდნელი.
ადიგენში დღისით 10, ღამით კი მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თბილ ამინდებს უნდა ველოდოთ. ახალქალაქში დღისით 7 და ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება.
ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და ღამით მინუს 7 ასევე გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც თბილი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 გრადუსს პროგნოზირებენ,
ბაკურიანში - დღისით 4, ღამით კი მინუს 2 გრადუსს და თოვას ვარაუდობენ.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში, დღისით ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმა და ნალექი რეგიონში, დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება.