ამინდი
ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის კლებას და ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. 10 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 13, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 10, ღამით კი 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ მომდევნო დღეებში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

მცირე წვიმაა რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 გრადუსს, ხოლო ღამით 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 6 ღამით კი 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |