ამინდი
სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურის მატებას და ნაწილობრივ ღრუბლიან დღეებს ვარაუდობენ. 14 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 23, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 23 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ტემპერატურა აქაც მოიმატებს. ახალქალაქში დღისით 19 და ღამით 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 და ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 18 ღამით კი 0 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |