ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე?
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს. 28 მაისს ახალციხეში მზიან დღეს პროგნოზირებენ. ტემპერატურა მოიმატებს, დღისით 24, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 9-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 22, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც დათბება. ახალქალაქში დღისით 20 და ღამით 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი დღეებია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 19 ღამით კი 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |