ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი მცირე წვიმაა ნავარაუდევი. 21 ივნისს ახალციხეში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით 28, ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 27 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 16-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 27, ღამით კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ტემპერატურა აქაც მოიმატებს. ახალქალაქში დღისით 27 და ღამით 14 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 23 და ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ.

ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 22 ღამით კი 12 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 20 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |