ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივლისს ახალციხეში დღისით 28, ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 25 გრადუსს, ღამით კი 11-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 27, ღამით კი 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 27 და ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 22 და ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 24 გრადუსს, ხოლო ღამით 11-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში წვიმას, დღისით 20 ღამით კი 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |