ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 2 აგვისტოს ახალციხეში დღისით 29, ღამით კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 28 გრადუსს, ღამით კი 18-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი იქნება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 29, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს -აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 26 და ღამით 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 და ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ.

ტემპერატურა მზიანი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 27 გრადუსს, ხოლო ღამით 18-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 23 ღამით კი 13 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 22 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |