ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც, სააგენტოს ცნობით, ტყის ხანძრების გაჩენის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.