ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს.

მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს ახალციხეში მცირე წვიმს, დღისით 27 ღამით კი 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 27 გრადუსს, ღამით კი 16-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 27, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 25 და ღამით 10 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 22 და ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს დღისით 23 ღამით კი 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 19 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |