ამინდი
ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს - როგორი ამინდია უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 23 სექტემბერს ახალციხეში მცირე წვიმას, დღისით 21 ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 გრადუსს, ღამით კი 9-ს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 19, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 18 და ღამით 4 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 16 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს დღისით 15 ღამით კი 4 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ აქაც მცირე წვიმაა. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |