ამინდი
3 ოქტომბრიდან სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამცხე–ჯავახეთში მომავალ კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი, ხოლო მინიმალური 18 გრადუსი იქნება.

3 ოქტომბერს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, ნავარაუდევია წვიმა.

ახალციხეში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა 18, ხოლო ღამით 11 გრადუსი იქნება. 

რაც შეეხება ადიგენს, ასპინძასა და ბორჯომს სამუშაო დღეებში ჰაერის ტემპერატურა დღისით აქაც 18 გრადუსამდე გათბება. 

იწვიმებს ჯავახეთსა და ბაკურიანშიც. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი, ხოლო ღამით +7 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 4 ოქტომბრიდან რეგიონში გამოიდარებს.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |