ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში სამცხე-ჯავახეთში
უახლოესი სამი დღე ღამით ყინვა და მცირე თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. 17 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა ტემპერატურა +2 +18 გრადუსი იქნება, მცირე წვიმაა მოსალოდნელი 18 და 19 ნოემბერსაც ტემპერატურა +2+19 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 17 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში იწვიმებს, დღისით 12 ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 8, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 და ღამით მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით 0 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს - დღისით 7, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 15, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.
| Print |