ამინდი
როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე იქნება.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 22 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18 ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 5. ადიგენში დღისით 14, ღამით კი მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12 და ღამით მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9 და ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 13 გრადუსს, ხოლო ღამით 7 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში იწვიმებს - დღისით 13, ღამით კი 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.
| Print |