ამინდი
-14 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას?
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში უნალექო ამინდი 24 იანვრამდე შენარჩუნდება. ტემპერატურა დაიკლებს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ რეგიონებში.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 და ღამით კი მინუს 4 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6, ღამით კი მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 2, ღამით მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 4, ღამით მინუს 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1-ს, ღამით მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 1, ღამით კი მინუს 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |