situs toto slot
როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი რეგიონში?
ამინდი
როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

სამცხე-ჯავახეთშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 21 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და ღამით კი მინუს 2 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 3 , ღამით კი მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 0, ღამით მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2-ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
| Print |