წვიმა, თოვლ-ჭყაპი და სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლ-ჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 13 და 14 მაისს ახალციხეში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და 13, ღამით კი 8 და 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 16 და 12, ღამით კი 8 და 7 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 და 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 და 5. ადიგენში დღისით 16 და 8, ღამით კი 5 და 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15 და 8, ღამით 3 და 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14 და 7- ს, ღამით კი 2 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 14 და 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4 და 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11 და 7, ღამით კი 3 და 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 და 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 და 10 გრადუსი იქნება.