ამინდი
როდიდან გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 8 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 და ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 25, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 9. ადიგენში დღისით 24, ღამით 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 21, ღამით 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 19 -ს, ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 23 გრადუსს, ხოლო ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 20, ღამით კი 5 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსი იქნება.
| Print |