ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

"16 - 17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |