როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში მიმდინარე კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი. პირველ აგვისტოს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 30 და ღამით კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 28, ღამით კი 16 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 30 გრადუსი იქნება, ღამით კი 15. ადიგენში დღისით 28 ღამით 17 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 26, ღამით 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 -ს, ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 27 გრადუსს, ხოლო ღამით 16 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 24, ღამით კი 11 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 33 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 22 გრადუსი იქნება.