როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. 12 და 13 აგვისტოს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 32 და 33, ღამით კი ორივე დღეს 22 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 33 და 32, ღამით კი 20 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 33 გრადუსი იქნება, ღამით კი 20 და 19. ადიგენში დღისით 31 და 32 ღამით 19 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 29 და 30, ღამით 15 და 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 28 და 29-ს, ღამით კი 14 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 30 გრადუსს, ხოლო ღამით 19 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში ორივე დღეს დღისით 28, ღამით კი 15 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 37 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 24 და 25 გრადუსი იქნება.