როგორი ამინდია მოსალოდნელი ოქტომბრის ბოლო დღეს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდი და სითბო კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.
ოქტომბრის ბოლო დღეს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 19 გრადუსია ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 21, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 7. ადიგენში დღისით 14 ღამით 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13-ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 16 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 16, ღამით კი 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.