ამინდი
მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
| Print |