ამინდი
-5 გრადუსი ყინვა და დროგამოშვებით ნალექი - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

14 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 გრადუსია ღამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 ღამით კი 0 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 6 ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2 , ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 -ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |