ამინდი
როგორი ამინდი იქნება ბედობას სამცხე–ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

2 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსია ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენშიც დღისით 6 ღამით მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 -ს, ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4, ღამით კი მინუს 10 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |