ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

"3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს"
– ნათქვამია ინფორმაციაში.

4 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსია ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 4 ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5, ღამით მინუს 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 3 -ს, ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
| Print |