ამინდი
როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე–ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

6 და 7 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და 4 და ღამით კი მინუს 4 და მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6 და 10, ღამით კი მინუს 3 და 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 და 7 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 4. ადიგენში დღისით 4 , ღამით მინუს 7 და მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და 4, ღამით მინუს 8 და მინუს 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 და 4-ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 2 და 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 1 და 5, ღამით კი მინუს 9 და მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 და 10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 და 0 გრადუსი იქნება.
| Print |