ამინდი
სამცხე–ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

9 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსია ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენშიც დღისით 5 ღამით მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 4, ღამით 0 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 -ს, ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.
| Print |